
თბილისში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
თარიღი იზეიმა საქართველოში ისრაელის საელჩომაც, საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე,
რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა.საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ
განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
ებრაელი ხალხისთვის ქართველი მომღერლების კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა : ნინო ჩხეიძემ, მერაბ
სეფაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, თემურ წიკლაურმა, ლელა წურწუმიამ, მორის ჯანაშვილმა და თემურ ყვითელაშვილმა
მიიღეს.
საქრთველოში მეგობარი სახელმწოფოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
მარიამ ნებიერიძე