უკრაინაში საბავშვო "ვოისის" შესარჩევი ტური მიმდინარეობს.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზაშვილი არის, რომელმაც
მენტორები რამდენიმე წამში შემოატრიალა.
მან სელინ დიონის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი შესანიშნავად შეასრულა.
ქართველი მონაწილე სოფელ რუისიდან არის. ექვსშვილიანი ოჯახიდან, რომელიც უკრაინაშ სპეციალურად
საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ალექსანდრე ზაზაშვილი ხელოვანთა კავშირის აღმოჩენა, "მომავლის ვარსკვლავების" 2018 წლის ეროვნული
და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პრიზიორი და სტიპენდიანტია.
მარიამ ნებიერიძე