მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2019“, რომელიც თელ-ავივში ჩატარდა ნიდერლანდების
წარმომადგენელმა დანკან ლოურენსმა გაიმარჯვა.
კომპოზიციით Arcade მომღერალმა, როგორც ჩანს, ჟიურისა და მაყურებლების გული დაიპყრო.
მეორე ადგილზე იტალიის წარმომადგენელი ალესანდრო მაჰმუდი გავიდა , ხოლო მესამე ადგილი რუსეთს
ერგო.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსზე საქართველო ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა.
მარიამ ნებიერიძე