
ზაფხული ახლოვდება და ალბათ, უკვე დაიწყეთ ფიქრი, სად შეიძება დაუვიწყარი შვებულება გატაროთ.
გთავაზობთ, ხუთ საოცარ კუნძულს სადაც უქმე დღეების გატარება ნამდვილად ღირს:
ბორა-ბორა
წარმოგიდგენთ წყნარი ოკეანის მარგალიტს – ჯადოსნურ ბორა-ბორას.კუნძული მთიან რეგიონს წარმოადგენს
სამი ჩამქვრალი ვულკანით. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აქ ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებია
თავმოყრილი.
ბაჰამის კუნძულები
ბაჰამას 700 ზე მეტი კუნძული შეადგენს, სუბტროპიკული კლიმატი, ზაფხულში ტემპერატურა 26 დან32 მდე
მერყეობს, ამასთან სამხრეთ კუნძულები ბევრად თბილია ცენტრალურ ნაწილთან შედარებით. ულამაზესი
სასტუმროები და ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე.
სეიშელის კუნძულები
ის ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. უჩვეულო პალმის ტყეები, საოცარი მარჯნები,ზღაპრული სანაპირო.
ყველაფერი იმისთვის, რომ საუკეთესო დრო გაატაროთ.
ჰავაის კუნძულები
ჰავაი ვულკანური წარმოშობის კუნძულთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც წყნარ ოკეანეში
მდებარეობს. ცნობილია ულამაზესი პეიზაჟებით, შეუდარებელი მელოდიებითა და ლამაზი ცეკვებით.
მალდივის კუნძულები
მალდივები შედგება 1190-ზე მეტი მარჯნის კუნძულისგან. წარმოუდგენლად ლამაზი პლაჟებით, თეთრი
ქვიშითა და იდუმალი ინდოეთის ოკეანით.
მარიამ ნებიერიძე