
8 მაისს „თიბისი გალერეაში“ დავით კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
რეტროსპექტიული გამოფენა მხატვრის შემოქმედებას რამდენიმე მიმართულებით აერთიანებს. ძირითადი
აქცენტები მხატვრის იმ მხარეს შეეხება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, მათ შორის:
აბსტრაქტულ სერიებს, სამეცნიერო კვლევებს, კრიტიკულ წერილებს, ჩანახატებს და ცალკეულ პროექტებს.
დავით კაკაბაძე ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი,
გამომგონებელი,საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი იყო.
მარიამ ნებიერიძე