
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, ვინ იქნება საქართველოს პრემიერმინისტრი და ვინ – შს მინისტრი.
მისივე თქმით, პრემიერმინისტრის დასახელებამ, შესაძლოა, მცირე ცვლილებები გამოიწვიოს მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ პრემიერი ღირსეული კანდიდატი იქნება. კალაძემ პრემიერობის კანდიდატთა სავარაუდო ვინაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება, თუკი კოალიციის საბჭო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს დაასახელებს.
ერთ–ერთი ვერსიით, რომელსაც მთავრობის წევრების კულუარებშიც ადასტურებენ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, ხოლო შს მინისტრის პოსტს ამ გადაადგილების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი ჩუბინიძე დაიკავებს, თუმცა, შს მინისტრის თანამდებობაზე, არაოფიციალურად, კახა კალაძეც სახელდება.