ანი ნადარეიშვილი თვლის, რომ „კანონიერი ქურდები“ ვერავის ვერ უნდა ასამართლებდნენ

Image

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ თავად ბაჩო ახალაია შეწყალების წინააღმდეგია.

 

ნადარეიშვილის განცხადებით, ამის მიუხედავად, ოჯახის წევრები თვლიან, რომ ბაჩო ახალაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით უნდა მიმართოს, რათა არ შეიქმნას პრეცენდენტი, რომ „კანონიერი ქურდები“ ქვეყანაში ვინმეს, მით უმეტეს, ყოფილ შს მინისტრს ასამართლებენ.

 

"პირადად ბაჩო  შეწყალების წინააღმდეგია. მიუხედავად სამარცხვინო გამამტყუნებელი განაჩენისა, რომელიც გამოიტანა ხელისუფლებას და კრიმინალს დამონებულმა მოსამართლემ, თავს თვლის სრულიად უდანაშაულოდ, პირიქით მიაჩნია, რომ თანამებრძოლებთან ერთად სახელმწიფოს ერთ-ერთი გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა კრიმინალთან ბრძოლაში.

 

მას არ აშინებს მისი ოთხ კედელში გამოკეტვის ისტერიული მცდელობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც საფუძველი შეურყიეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. არ სურს, ვინმემ ჩათვალოს, რომ უსამართლო პატიმრობა აშინებს. სამუდამოდ მას ვერავინ გამოკეტავს, მანამდე კი არავინ იფიქროს, რომ ხელებს ჩამოუშვებს და მშვიდად და უბრძოლველად შეეგუება ქვეყნის უკუსვლას.

 

ამავე დროს, ჩვენ, ოჯახის წევრები და მეგობრები ვთვლით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბაჩოს მოეხსნა ყველაზე მძიმე ბრალდებები და 4 საქმეში გამართლდა, არ უნდა დავუშვათ ის, რომ კანონიერი ქურდების მიერ გამოტანილი განაჩენი დარჩეს უპასუხოდ, არათუ მათ წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი ძალოვანი მინისტრის, არამედ არცერთი მოქალაქის ბედს არ უნდა წყვეტდეს კრიმინალური სამყარო. ეს არ არის მხოლოდ ბაჩოს და ბაჩო ახალაიას პრობლემა, ეს არის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მორალური უფლება ბაჩოს დედამ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

 

თუმცა აქვე მინდა გაცნობოთ, რომ შეწყალების შემთხვევაში ბაჩო ვერ დატოვებს საპყრობილეს, ვინაიდან როდესაც ხელისუფლება გრძნობს ბაჩოს გათავისუფლების საფრთხეს სასწრაფოდ უყენებს მას ყოვლად სასაცილო და უსაფუძვლო ბრალდებას პრინციპით - მერე რა რომ თავს ვიმასხარავებთ და საბოლოო განაჩენი გამამართლებელი იქნება, სამაგიეროდ გარანტირებულად კიდევ რამდენიმე თვე ახალაია იჯდება ციხეში წინასწარ პატიმრობაში, ხოლო განაჩენის წინ წამოვა ისევ ახალი უსუსური ბრალი", – აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !