
საქართველოს მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაძლოა, დასაკითხ პირთა სიაში მოხვდეს.
მთავარი პროკურორის განმარტებით, შეკითხვებს ბადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხარჯთაღრიცხვა და ჰიპოთეტურად, სწორი იქნება ვარაუდი, ამ თემაზე ბოკერია დაიკითხოს:
"26 მილიონს შეადგენს გაღებული ხარჯები, აუდიტის სამსახური აწარმოებს შესწავლას, როგორ იქნა გახარჯული ეს თანხა. ამ თანხის მოცულობა, რომელიც საკონსულტციო მიზნით იქნა გაღებული მათ შორის დიდი ოდენობით ნაღდი ფული ბადებს ეჭვს და მიმდინარეობს შესწავლა.
როცა სურათი იქნება დადებული, უკვე დაიწყება გამოძიების მეორე ფაზა, ფორმულა იგივეა, ჯერ ფაქტი უნდა დაადგინო და მერე ადამიანები.
ლოგიკურად უშიშროების საბჭოს მდივანი მოხვდება დასაკითხ ადამიანთა წრეში. ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება ჰიპოთეტურად სწორია, მაგრამ მაინც დაუშვებელი", – ამბობს კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს მხრიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე განცხადება ერთერთ ბოლო პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმაც გააკეთა და განმარტა, რომ საბჭოს მიერ დიდი რაოდენობით თანხა ხელზეა გაცემული.