
ქობულეთში მომხდარი კურიოზული შემთხვევა, რომელიც ჩვილს უკავშირდება, საბედნიეროდ, ინციდენტის გარეშე დასრულდა. ბებიამ, რომელსაც ტაქსში, უკანა სავარძელზე მძინარე ჩვილი დარჩა, საპატრულო პოლიციას მიმართა.
საპატრულო პოლიციამ ტაქსი სარფის საბაჟოსთან გააჩერა. ამასთან, მძღოლმა, რომელსაც ბოლო მგზავრის, ანუ ბებიის შემდეგ მგზავრი არ ჰყავდა აყვანილი, არც იცოდა, რომ ჩვილს უკანა სავარძელზე ეძინა. პოლიციამ ბავშვის ბებია ადგილზე გამოიძახა და ჩვილი დაუბრუნა.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია