-
2014-11-06 23:33
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია დღეს ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრა ერთ - ერთი პრლამენტარის ოჯახის წევრის დაკრძალვაზე შედგა, სადაც ივანიშვილი და ალასანია თითქმის ერთდროულად მივიდნენ.
როგორც „ამბები გე“-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ყოფილ პოლიტიკურ თანაგუნდელებს ერთმანეთისთვის თვალი არ აურიდებიათ. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ერთმანეთი მოიკითხეს და მათ შორის ხანმოკლე საუბარიც შედგა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, დღეს, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ის საჯარო სივრცში არ შემდგარა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43