საეჭვო დეტალები ზუგდიდში სუს-ის შენობის აფეთქებისას

Image

ზუგდიდში სუს-ის აფხაზეთის განყოფილების შენობის აფეთქების შესახებ სხვადასხვა საეჭვო დეტალებზე „ქრონიკა+“ წერს და რამდენიმე, აქამდე უცნობ ინფორმაციასაც აქვეყნებს.

 

როგორც წერილში მოყვანილი ფაქტებიდან ირკვევა, აფეთქების დროს დაღუპული სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი ბოლო დროს თავდასხმას ელოდა და თავის მანქანაში ისე არ ჯდებოდა, რომ საფუძვლიანად არ შეემოწმებინა. როგორც ზვიად ლაგვილავას ახლობლები ამბობენ, ის, რატომღაც, თავდასხმას ელოდებოდა.

 

ამავე დროს, „ქრონიკა+“ აფეთქების შემდეგ მომხდარი მოვლენების ერთობლიობიდან რამდენიმე კითხვასაც სვამს:

 

„ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იმ გუნდის წარმომადგენელმა, რომელიც ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, აწ უკვე პატიმარ ვანო მერაბიშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში (სადაც გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა) ადანაშაულებდა, თავად გააკეთა საინტერესო განცხადება:

 

შს მინისტრმა გომელაურმა, რომელიც ზუგდიდში ჩავიდა, აფეთქების ადგილის დათვალიერების შემდეგ მაშინვე ჟურნალისტებს მიაშურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები თითქოსდა დივერსიის ან ტერაქტის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. მისი თქმით, აფეთქება წყლის გამაცხელებელ ავზში ორთქლის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კედლის ჩამონგრევა და „სიკვდილიანობა“ (ასე ბრძანა მინისტრის მოადგილემ) მოჰყვა.

 

წყლის გამაცხელებელი ავზი სუს-ის აფხაზეთის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის კაბინეტის გვერდითა ოთახში მდებარეობდა. ავზში რომ ორთქლი დაგროვებულიყო და შემდეგ გამსკდარიყო, ეს შემდეგნაირად უნდა მომხდარიყო:

 

ვიღაცას ავზის შიგთავსში მოთავსებული სპირალი გასაცხელებლად უნდა ჩაერთო ისე, რომ შიგ წყალი არ იყო ჩატუმბული, რის შემდეგაც იქ გაცხელებული სპირალისგან წარმოიშობოდა მაღალი ტემპერატურა, წნევა და ბოლოს დადგებოდა აფეთქების მომენტი. თუ ავზის გასკდომის ვერსიას მივყვებით, სწორედ ეს ვერსია უნდა გავიზიაროთ, რაც საკმაოდ საეჭვოა.

 

„ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილემ თბილისიდან გამგზავრებამდე სწორედ ეს დირექტივა მიიღო - მას უნდა გაეხმოვანებინა, რომ წყლის ავზის აფეთქება მოხდა. საქმე ის გახლავთ, რომ ზვიად ლაგვილავას ხელმოწერით, სუს-ის ცენტრალურ ოფისში მისული იყო ოფიციალური თხოვნა იმის შესახებ, რომ ავზი გამოცვლილიყო. თხოვნის მიზეზად მისი „მოძველებული მდგომარეობა“ იყო მითითებული.

 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილის გაგზავნის ზუსტი თარიღის დადგენა „ქრონიკა+“-მა ვერ შეძლო იმ მარტივი მიზეზით, რომ სუს-ის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია, გასაგები მიზეზების გამო, არ გაიცემა, მაგრამ ზუგდიდში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ზვიად ლაგვილავას ერთერთი თანამშრომელი პირად საუბარში ადასტურებს, რომ ამგვარი წერილი მართლაც არსებობდა და თბილისიდან ახალი ავზის შეძენისა და მონტაჟისთვის თანხის გამოყოფა იგეგმებოდა, მაგრამ ჭიანურდებოდა.

 

ჰოდა, ამგვარი წერილის არსებობის პირობებში, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში სუს-ი გაასაჯაროვებდა, არც არავის შეეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ შენობაში მართლაც ავზი აფეთქდა.

 

მაგრამ აქვე იბადება სამი კითხვა:

 

ა)თუ ავზის დაზიანების შესახებ იცოდა ზვიად ლაგვილავამ, რატომ დაიძინა მშვიდად სწორედ იმ კედელთან, რომლის მეორე მხარეს ავზი იყო დამონტაჟებული?

 

ბ) ვინ ჩართო ავზში დენი, რომელიც წყლის გასაცხელებლად უნდა ყოფილიყო გამიზნული და თუ ჩართო, რატომ არ ჩატუმბა მანამდე წყალი?

 

გ) სად იყო შენობის მორიგე, რომელსაც მსგავსი დეტალების (გასაცხელებლად ჩართული ავზი, მოშვებული ონკანი, ღიად დარჩენილი ან დატოვებული კარები) კონტროლი ევალება, განსაკუთრებით ღამის საათებში?

 

კიდევ ერთი საეჭვო დეტალი თავად შენობის მდგომარეობაა აფეთქების შემდეგ: საყრდენი კედელი ისე დაზიანდა, რომ მისი ჩამონგრევა და საბოლოოდ, შენობის დემონტაჟი გახდა საჭირო...

 

შენობა, სადაც აფეთქება მოხდა, საბჭოთა ეპოქის მშენებლობის შედეგია. ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებად ჩაფიქრებული შენობა (იქ ავტოპარკი იყო განთავსებული) საკმაოდ მყარად უნდა ყოფილიყო ნაგები - მაშინ სამშენებლო მასალებს კი იპარავდნენ და „ტეხავდნენ“, მაგრამ რაც შენდებოდა, მყარად ნაგები მაინც გახლდათ, ხარისხიანი სამშენებლო ნაწილებით.

 

შეეძლო კი ავზის აფეთქებას, თუკი აფეთქების დამანგრეველ ძალას ხელოვნურად არ გაზრდიდნენ, ასეთი შედეგი დაეყენებინა: ჩამონგრეული კედელი, ჭერი, მოშლილი საყრდენები, რის გამოც შენობის სრული დემონტაჟი გახდა აუცილებელი... საინტერესოა, გამოძიება დაინტერესდება ამ დეტალებით?“, - სვამს კითხვას „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი.

 

„ამ აფეთქებისა და მსხვერპლის ისტორიაში არსებობს კიდევ ერთი დეტალი, რომელიც, შესაძლოა, სულაც დამთხვევა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ისიც არაა გამორიცხული, რომ შემთხვევითობა გამოირიცხოს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გამოძიებიდან დაინტერესდება ტერაქტის ვერსიით და ამ მიმართულებით ჩაატარებს კვლევა-ძიებას.

 

„ქრონიკა+“-მა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ აფეთქების თვე და რიცხვი - 28 ოქტომბერი, წლების წინ გალში, საკუთარ სახლთან ერთი ცნობილი აფხაზი ბოევიკის მკვლელობის დღეს ემთხვევა. მაშინ ის ბოევიკი ისე მოკლეს, რომ თავდამსხმელმა არც კვალი დატოვა და მკვლელობა, საბოლოოდ, გამოუძიებელი დარჩა, თუმცა, აფხაზურმა მედიამ, მათ შორის, სახელმწიფო ტელევიზიამ მკვლელობის შემსრულებლად ქართული სპეცსამსახურები დაასახელა...“, - ამის შემდეგ სტატიაში ავტორს ზუგდიდში მანამდე მომხდარი ტერაქტები აქვს მიმოხილული.

 

„თუ შემთხვევითობას გამოვრიცხავთ და ტერაქტის ვერსიას განვავრცობთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ტერაქტი ენგურს გაღმა დაიგეგმა, ხოლო მის შემსრულებლად რუსმა ოკუპანტებმა ვიღაც ჩვეულებრივი „კოჭოია“ აირჩიეს. თუ ასე ვიფიქრებთ, გამოდის, პირობითად კოჭიამ გაიგო შენობის სქემაც, შეიპარა კიდეც იქ და...

 

მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა. თუმცა ვარაუდი, რომ რუს ოკუპანტებს, შესაძლოა, შენობის სქემაც ჰქონდეთ და შენობაში კაბინეტების და სხვა სათავსოების განლაგებაც კარგად იცოდნენ, საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ ამ შენობაშიც და მის მოპირდაპირედ მდებარე ყაზარმული სტილის ნაგებობაშიც ისინი 2008 წლის აგვისტოში, მინიმუმ, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 

მაშინ რუსებმა ერთერთი საწყობის კარებს ვერაფერი მოუხერხეს და დანაღმეს, შემდეგ კი ააფეთქეს. შენობიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გაზიდეს. შიდა და გარე პერიმეტრზე ოკუპანტებს გუშაგები ჰყავდათ დაყენებული, შენობიდან გასვლის შემდეგ კი ის დანაღმეს კიდეც - ადგილზე მისული შსს-ს მესანგრეები მთელი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ნაღმები გაეუვნებელყოთ“, - აღნიშნულია სტატიაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !