
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის გნაცხადებით, ქ.ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწლის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთერთ უსახელო ქუჩას დაერქვა. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზს, როგორც ნავთლუღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ განაცხადა, გამზირისათვის ბერი გაბრიელის სახელის მინიჭების თხოვნით მას 3 ათასზე მეტმა ადამინმა მიმართა.
"მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდი, რომ ქუჩას, სადაც ბერი გაბრიელი ცხოვრობდა მის სახელს მივანიჭებდით. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საკრებულოს დახმარებით დღეს ისნის რაიონში ბერი გაბრილ სალოსის სახელობის გამზირი არსებობს, მალე კი აქ ტაძარიც აშენდება“,- განაცხადა ზურაბ ნეფარიძემ.