
1 სექტემბრიდან ძალაშია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს შეუძლია კომპანიებს მოსთხოვოს შეწყვიტონ არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა.
თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს.
ცვლილებები შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა.