ვინ ბრუნდება პოლიტიკაში, როდის მოვა წარმატება და რატომ დგას აუტანელი სიცხეები საქართველოში

Image

ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

 

 

„წელს წარმატებების პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში იმყოფება, მაგრამ შავი მთვარეც ლომის ზოდიაქოშია და ქვეყანა გამოცდების პერიოდს გადის.

 

ამის შემდეგ მოსალოდნელია საქართველო გავიდეს თავისი განვითარების მაღალ საფეხურზე. ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზე გახლავთ, ამიტომ დგას ეს აუტანელი სიცხეები. ეს ადამიანების გადაწყვეტილებებზეც მოქმედებს.

 

ეს არის მძიმე პერიოდი ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანებისთვის. თქვენ ყველა ნახავთ, ნოემბრის ბოლომდე კიდევ ბევრი ცვლილება იქნება სახელისუფლებო გუნდში. ის ადამიანები კი, რომლებმაც ადრე ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება, შესაძლოა ციხეში მოხვდნენ, ან სხვა ფორმით ზღონ.

 

როდესაც სააკაშვილმა ძალაუფლების დაკარგვა დაიწყო, შავი მთვარე იყო კუროს ზოდიაქოში და საინტერესოა ისიც, რომ მისი დაბადების პერიოდშიც ასე იყო. უგულავას ჰოროსკოპი პირდაპირ აჩვენებდა, რომ ეს ადამიანი ციხეს გაივლიდა. რაც შეეხება მიშას ჰოროსკოპს, აქ პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ ძალაუფლებას მატერიალური გაუმაძღრობისთვის იყენებდა, მის ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებაში აღმოჩნდება.

 

29 ნოემბრამდე სამთავრობო გუნდში სელექცია მოხდება და ეს არც მარგველაშვილზეა დამოკიდებული და არც ღარიბაშვილზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ზოდიაქოთი კირჩხიბია.  რთული  წელი ექნება, მაგრამ თუ საქმის კეთებაზე მოახდენს კონცენტრირებას, შესაბამის დივიდენდებსაც მიიღებს. რეალურად, ამ პერიოდში როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლება სერიოზულ გამოცდას გადის. მათ არაფერს შეარჩენს შავი მთვარე ლომის ზოდიაქოში.

 

თანამედროვე სამყაროში ნორმალურად ვპროგრესირებთ, რადგან ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინას სჯობს. შევარდნაძის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი და გაჩნდა სინათლე, გაკეთდა ბევრი რამ და ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ვერ დაინახოს, მაგრამ როგორც კი ცუდის კეთება დაიწყო, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ამათ უფრო მეტი დემოკრატია შემოიტანეს ბიზნესის კუთხით. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ამოწურავს ეს ხელისუფლება თავს და შემდეგ სხვა მოვა. რაც მთავარია, ადვილად წასვლა ისწავლეს, რაც საქართველოში ყოველთვის პრობლემა იყო. ახლა მოხდება ჩინოვნიკური სისტემის გადარჩევა, რადგან დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. საქართველო ახლა ისეთ ტალღაზეა, თუ გავყვებით, საუკეთესო სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

 

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ცხოვრების დონის სტანდარტები ევროპულს გაუთანასწორდება. უნდა თუ არა ხელისუფლებას, საზოგადოება უკვე ხედავს, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში და იმავე მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას. ისტორია აიძულებს ქვეყნებსა და ერებს, პროგრესისკენ იარონ.

 

ბიძინა ივანიშვილის ჰოროსკოპი კარგად ვიცი და შეიძლება ითქვას, რომ 17 ივლისიდან მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დაიწყო, როგორიც დაახლოებით 12 წლის წინ ჰქონდა. გარემოებები საშუალებას მისცემს, უფრო მეტი გააკეთოს და ის ავტორიტეტი მოიხვეჭოს, რაც სჭირდება. ამ მხრივ მწვანე შუქი აქვს ანთებული, მაგრამ როგორც კი დიქტატორულ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინვე დაკარგავს კარგის კეთების შანსს.

 

რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეიძლება მოხდეს 22 ნოემბრის შემდეგ, ოღონდ არც ისე დიდი ხნით.

 

ივანიშვილის ზოდიაქო მერწყულია, რაც ძალიან დემოკრატიული ნიშანია. ისე შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა, არავის აგრძნობინებს, რომ მასზე ფინანსურად მაღლა დგას. თავის ისტორიას რომ გადახედოს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, სწორედ ის ადამიანები უმტყუნებენ. ნდობის ხარისხი მართლაც მაღალი აქვს.

 

ბიძინა ივანიშვილს უჭირს მეგობრების შერჩევა. ვისაც ენდობა, უნდა, რომ ყველა მისი ნამდვილი მეგობარი იყოს. ხედავს, რომ ადამიანი მისით აღტაცებულია, მაგრამ ამის უკან რას დგას, რეალურად არ აფასებს.

 

საერთოდ, წელს შავი მთვარე ხელისუფლებაში ძვრებს გამოიწვევს და სხვათა შორის, წონასწორობის აღდგენაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დიდ როლს ითამაშებენ. ისინი იქნებიან ერთგვარი რუპორი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩინოვნიკების გამოაშკარავება. რაც იმას გამოიწვევს, რომ ნოემბერის ბოლოდან ბიძინა ივანიშვილი გააქტიურდება პოლიტიკურ არენაზე იმ ლოზუნგით, რომ თვითონ მოიყვანა და თვითონვე წაიყვანს.

 

გიორგი მარგველაშვილისთვის 17 ივლისიდან ჩრდილში ყოფნის პერიოდი დაიწყო. უნდა თუ არა, ძალაუნებურად მოხდება ასე. როგორც კი გააქტიურდება და ინიციატივას გამოიჩენს, მაშინვე რაღაც პრობლემა გაჩნდება. 2014 წლის დარჩენილ პერიოდში, 2015 წლის 12 აგვისტომდე, ასტროლოგები ურჩევენ ასეთ ადამიანებს, გარემოებებს ყოველგვარი ინიციატივის გამოვლენის გარეშე მისდიონ. მისთვის უკეთესია, გარემოსთან ადაპტირება მოახდინოს.

 

მარგველაშვილის გააქტიურება მოსალოდნელია 2015 წლის 12 აგვისტოდან ერთი წლის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გარემოებები აიძულებს, მაქსიმალურად იაქტიუროს. ძალიან კრიტიკული გახდება. როგორც ჩანს, ამის საბაბიც ექნება და უფრო მეტად გამოავლენს ძალაუფლებას.

 

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ გრიპის ვირუსია მოსალოდნელი და ყველაზე რთული პერიოდი იქნება 19 თებერვლიდან 21 მარტამდე. რაც შეეხება ებოლას ვირუსს და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც უსუფთაობით არის გამოწვეული, საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა.

 

პატარა ერებში სტატისტიკურად ყველაზე ნაკლებია ეპიდემია. ღმერთს სჭირდება პატარა ერების არსებობა და ამიტომ ჩვენთან კატაკლიზმები და ეპიდემიები არასოდეს იქნება. 2015 წლის მეორე ნახევრისთვის ყველა სფეროში ვიგრძნობთ წინსვლას. 

 

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !