
ანაკლიაში მცხოვრები 14 ოჯახი ტურისტული კომპანია „ჯორჯია ოქეისგან“ ბინის ქირის გადახდას ითხოვს.
დღეს მათ ადგილობრივ პოლიციასთან აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კომპანიის წარმომადგენლები დილით ანაკლიიდან გაიქცნენ.
შეკრებილთა განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში კომპანია „ჯორჯია ოქეიმ“ მათთან ხელშეკრულებები გააფორმა და თანხის ჩარიცხვას 20 აგვისტოდან დაჰპირდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 10 დღის განმავლობაში ტურისტები სახლში ჰყავდათ, კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია და თანხა არ გადაუხდია.
აქციის გამართვის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი ადგილობრივებს ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ მათ მხოლოდ თანხის ნაწილის ჩაერიცხებოდათ, რადგან კაზანტიპის პროექტმა არ გაამართლა.
აქციის მონაწილეებს კი გააჩნიათ ქვითრები, რომლის მიხედვითაც ტურისტებს კომპანიისთვის თანხა სრულად აქვთ გადახდილი.