-
2014-08-30 15:54
ლეიკემიით დაავადებული მოზარდებისთვის იაშვილის კლინიკაში სისხლის მარაგი ამოწურულია. ამ ეტაპზე 2 მოზარდის მდგომარება დამძიმებულია. მათ სასწრაფოდ ესაჭიროვებათ პირველი და მეორე რეზუს დადებითი ჯგუფის სისხლი.
იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ხელმძღვანელობა მოუწოდებს დახმარებისაკენ მოსახლეობას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მივიდნენ მისამართზე: ლუბლიანას 2/6 ან დარეკონ ნომერზე 577 02 41 02
ასევე, 15 წლის მოზარდს სასწრაფოდ ესაჭიროვება მე-4ე რეზუს დადებითი ჯგუფის სისხლი. მოზარდს გულის მანკი აწუხებს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია ჯოენის კლინიკაში. სისხლდენის გამო კი პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 599 21 16 15.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29