კაიროს ქუჩაზე მომხდარი „გაუპატიურების“ დეტალები

Image

 დედაქალაქში კაიროს ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ ბოლო დროს გახმაურებული პედოფილიის შემთხვევები ეჭვის ქვეშ დააყენა.

 

 

ინციდენტი 12 წლის გოგონას და მის მიერ პედოფილიაში დადანაშაულებულ 65 წლის მამაკაცს ეხებოდა.

 

გოგონა ამტკიცებდა, რომ მამაკაცი მას ფულს იმისთვის ჩუქნიდა, რომ მასთან სქესობრივი კავშირს დაემყარებინა. გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბავშვი ცრუობდა.

 

ლ.კ, კაიროს ქუჩის მკვიდრი:

 

- ეს რა გაუკეთა ოჯახის კაცს, როგორ დააბრალა, ჩემი გაუპატიურება უნდოდაო! კიდევ, კარგი, იმ კაცს მაგარი გული აღმოაჩნდა, თორემ სხვა მოკვდებოდა მაგის ადგილზე. როგორია, კაცს არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია და ახლა პოლიცია თავზე დაადგა! ამ ოჯახის კაცს ეს თავზეხელაღებული ბავშვი კლავდა!

 

ამ ბავშვის დედა სვამს, მამა კია მშრომელი და პატიოსანი კაცი, მაგრამ ასეთ თავზეხელაღებულ გოგოსთან რა უნდა გააწყოს! ძალიან საეჭვო ბავშვია, ერთხელ ვარკეთილის ბარაკებიდან მოვიდა ისეთი ნაცემი ვიღაც ბიჭებისაგან, მეზობლებს შეეცოდათ და უპატრონეს, მთვრალი დედამისი კი საწოლზე ეგდო და ეძინა...

 

ამ კაცის ოჯახი, ვისაც ასეთი საშინელება დააბრალა, სინამდვილეში ამ ბავშვს პატრონობდა; პურის და ხანდახან ნაყინის ფულსაც კი აძლევდნენ, ბავშვი თავად მიადგებოდა ხოლმე, - ცოტა ფული მომეცითო.

 

...სადღაც 20 ლარი მოიპარა. ერთი მეზობელი ჰყავს, ისიც ქალია, დედამისთან მეგობრობს და იმ ქალს უკითხავს, ეგ ფული საიდან გაქვსო. ეტყობა, შეშინდა და მაშინ დაადო იმ კაცს ხელი, - ეგ ბიძია კარტს მეთამაშებოდა, მერე კიდევ გამაუპატიურა და ფული მომცაო.

 

იმ მეზობელმა დაურეკა პოლიციას, თორემ სიმართლე რომ ითქვას, ბავშვის მამას ეგ ამბავი არც დაუჯერებია...

 

ბოლოს გამომძიებელთან თქვა - აბა, რა მეთქვა, შემეშინდა, რომ ფული მოვიპარე და იმიტომ დავაბრალე ეს ამბავი ბიძიასო.

 

ეს გოგო ქუჩაში ისევ ჩვეულებრივად დადის და თამაშობს. ფაქტია, რომ ის ამ ოჯახისთვის საფრთხედ იქცა, ხვალ სხვა ოჯახისთვის იქცევა და ასე შემდეგ. ამ ამბავს საშველი არ ექნება.

 

„კვირის პალიტრა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !