
ზურაბ ფაჩულიას განცხადებით, მისი მეუღლე ნათია ხინჩიაშვილი მცირეწლოვან შვილთან ანასტასია ფაჩულიასთან ერთად, გუშინ ფოთში ბაღდათიდან 17:00 საათისთვის ჩამოვიდა, მაგრამ სახლში არ მისულა და მის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაკვლია.
ნათიას მობილურიც გამორთულია და ოჯახის წევრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
მიკროავტობუსის მძღოლმა, რომლითაც ნათიამ და ანასტასიამ იმგზავრეს პოლიციასთან განუცხადა, რომ დედა-შვილი ფოთის ბაზართან ჩამოსვა, სადაც მას ქალი და მამაკაცი დახვდნენ. სხვა ინფორმაცია მძღოლს არ გააჩნია.
ზურაბ ფაჩულია კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში სიის პირველი ნომერი იყო.