
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრები უკრანის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება შემდეგ საკითხებზე – მოხდება დაზარალებული პაციენტების მედიკამენტებით და სახარჯი მასალით მომარაგება, უკრაინიდან საქართველოში რეაბილიტაციისათვის პაციენტების ჩამოყვანა, ქართველი სპეციალისტების ჩასვლა და პაციენტებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.