33 წლის ქალმა, გარუჯვის მიზნით ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო, სხეულის 15 % დაიწვა.
როგორც იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, პაციენტს დამწვრობები ძირითადად, ქვედა კიდურებზე აღენიშნება. დაზარალებული თბილისიდანაა.
მედიკოსები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშით გარუჯვისგან თავი შეიკავონ, რადგან შესაძლოა ამას მძიმე შედეგები მოჰყვეს.