ზუგდიდის საავადმყოფოს დირექტორის, როლანდ ახალაიას თქმით, თავდაპირველად პაციენტი სტაციონარში გადაჭრილი ვენებით შეიყვანეს.
„ჩავუტარეთ საჭირო სამედიცინო დახმარება და ხელწერილით დატოვა საავადმყოფო.
იმავე საღამოს, იგივე პაციენტი მოიყვანეს კლინიკაში, ამჯერად მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შედეგად სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო“, – განაცხადა ახალაიამ.
მისი თქმით, პაციენტი რეანომობილით ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც ბ.იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში განაცხადეს, 52 წლის ვ. ნ-იას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.