დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებმა ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დარიალჰესის გვირაბში აღმოაჩინეს.
სტიქიის დროს გვირაბში სარემონტო სამუშაოებს ორი პირი ატარებდა და ორივე მათგანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი, რომელიც თურქეთის მოქალაქე იყო, თერგმა ვლადიკავკაზთან გამორიყა.