ჯანდაცვის მინისტრი უკრაინაში მიდის. როგორც სერგეენკომ განაცხადა, უკრაინას ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზურაბ უტიაშვილთან ერთად ეწვევა.
სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის მიზანი დაზარალებულებისთვის რეაბილიტაციის და მკურნალობის გეგმის დასახვაა.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია და დახმარების შეთავაზება. ხვალ უკრაინაში გავმართავთ შეხვედრებს. ვიზიტის მიზანია დაჭრილების თუ დაზარალებულების მხარდაჭერა და მათ მკურნალობა-რეაბილიტაციაში დახმარება; ამასთან, ადგილზე საჭიროებების შეფასება და დახმარების გეგმის დასახვა”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.