-
2014-08-26 20:37
„Putin Khuylo“-ამ სახელწოდებით გაიმართა ევროპის მოედანზე ანტიპუტინური აქცია , რომლითაც აქციის მონაწილეები პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო მოძრაობას „„Putin Khuylo world wide“ შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორებმა „ფეისბუქში“ სპეციალური გვერდი „Putin Khuylo|Georgia“ შექმნეს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, შეკრება ახალგაზრდული ინიციატივაა და ის მთლიანად თავისუფალია პოლიტიკური კუთვნილებისგან. ამის გათვალისწინებით, აქციის ორგანიზატორები მიმართავენ პოლიტიკურ ჯგუფებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის აღნიშნული აქტივობის გამოყენებისგან.
წყარო: ,,პირველი რადიო "