
ზაფხულის სეზონის ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა ღამით დახუთულ ოთახში ძილია. ამ დროს ყველას ერთნაირად უჭირს. პატარა შფოთავს, ვერ ისვენებს.
ცხელი ოთახის გაგრილების ყველაზე მარტივი საშუალება კონდენციონერია, მაგრამ ეს ფუფუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, თანაც ბავშვისთვის კონდენციონერის ნაკადის ქვეშ ძილიც არ არის სასარგებლო.
მთავარი წესი - ძილის წინ ნოყიერად არ ივახშმოთ არც თავად და არც ბავშვს მისცეთ მძმე საკვები. მიირთვით მაწონი, ხაჭო, ხილის ან ბოსტნეული სალათა. საღამოს თუ მშვიდად გაატარებთ, უფრო გრილადაც დაგეძინებათ.
აუცილებლად მიიღეთ საღამოს შხაპი. ბავშვიც აბანავეთ. შხაპის ეფექტი გაგრილების საკითხში შეუცვლელია.
თუ საძინებელ ოთახს მზე მთელი დღის ან საღამო განმავლობაში დიდხანს უმზერს, ფანჯრებზე სქელი, სინათლეგაუმტარი ფარდები უნდა ჩამოაფაროთ. ისინი ოთახს გადახურებისგან დაიცავენ.
თუ ვენტილატორით გაგრილებას გადაწყვიტეთ, მის წინ სველი ზეწარი ჩამოაფარეთ. იქიდან ბევრად იფრო გრილი ჰაერი დაუბერავს.
საძინებელში წყლით სავსე რამდენიმე ფართოპირიანი ჭურჭელი დადგით (თეფში, პატარა თასი) და შიგ რამდენიმე წვეთი მენთოლის ზეთი ან პიტნის ეთილირებული ზეთი ჩაასხით (მათი შეძენა აფთიაქებში შესაძლებელია). ეს ნივთიერებები ოთახს სიგრილის შეგრძნებას ანიჭებს, თან სასიამოვნო არომატიც აქვს.
mshoblebi.ge