
დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ქართველობას ვერავინ წაგვართმევს. უბრალოდ, ყველა პრობლემა და ყველაფერი ამის „ბუდე“ ჩვენს გაუნათლებლობაშია.
„ვინ უნდა წაგვართვას ქართველობა, ან შვილებს ვინ უნდა წაართვას. მე ვზრდი მათ.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ყველა აღშფოთებული იყო დარწმუნებული ვარ, ოთხმოცდაათმა პროცენტმა საერთოდ არ იცის, შიგ რა წერია. ეს ჩვენი ქართველობაც რა არის, მოდი, კარგად გავიაზროთ.
თუ ის არის ქართველობა, ნაგავი პირდაპირ აივნიდან ვყაროთ და სიგარეტის, ნაყინის ქაღალდი ქუჩაში მოვისროლოთ. ან კიდვ, კულტურული მემკვიდრეობა ფეხებზე დავიკიდოთ – ეს ჩემთვის ქართველობა არ არის.
ვფიქრობ, ყველაფერი ამის „ბუდე“ ჩვენი გაუნათლებლობაა“, - განუცხადა ალეკო ელისაშვილმა „სარკეს“.