
„კაზანტიპის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე საკვები და სხვადასხვა დასახელების სასმელი გაიაფდა.
ზოგიერთი ბარის შესასვლელთან უკვე გამოკრულია, რომ ობიექტში ფასი 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ მანამდე ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის ლარი ღირს. შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 1 ლარია.
კვების ობიექტებისგან განსხვავებით უცვლელი დარჩა საპირფარეშოში შესვლის ფასი, რომელიც დღესაც ლარნახევარი ღირს.
გაიაფებულია „კაზანტიპის" ღონისძიებაზე დასასწრები ვიზებიც. როგორც ambebi-ge-ს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სტურუამ განუცხადა, "კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესასვლელად ვიზის შეძენა 400 ლარის ნაცვლად 250 ლარად არის შესაძლებელი და ამ ვიზის მფლობელს "კაზანტიპზე" დასწრება ღონისძიების ბოლომდე შეეძლება.
ასევე გაიაფდა ერთდღიანი ვიზა და ის უკვე 100 ლარი ღირს.
ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიება 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.