
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან შეკრებილმა სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ანტისაბჭოთა წინააღმდეგ 25 წლის წინანდელი გამოსვლის მონაწილეებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, ღიად დაუჭირონ მხარი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველო უკრაინასთან მიმართებით ე.წ. "ნახევარგანცხადებებით" შემოიფარგლება.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ისინი კმაყოფილდებიან ნახევარგანცხადებებით, რომ უკრაინას უჭერენ მხარს, მაგრამ რეალურად ისინი პრინციპულად უარს აცხადებენ, პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუხატონ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მათ არ ესმით, რომ გარდა მორალური ვალდებულებისა, ეს არის ჩვენი პრაგმატული სახელმწიფოებრივი ინტერესი. ეს ძალიან სამნწუხარო და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისათვის",-განაცხადა ბოკერიამ.
1989 წლის 23 აგვისტოს, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის 50 წლისთავზე, ვილნიუსიდან რიგის გავლით ტალინამდე დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცოცხალ ჯაჭვში დადგა. მაშინ აქციის მონაწილეებმა ღიად დაგმეს მათი ქვეყნების საბჭოთა კავშირში ძალადობრივი გზით ინკორპორირება და დამოუკიდებლობა მოითხოვეს.
წელს თავისუფლების ჯაჭვის 25 წლისთავი აღინიშნება.