„ჩემი მეზობელი რიტა კაცების თვალწინ შიშველი დადის...“

Image

აღნიშნული წერილი „რეიტინგს“ ერთერთმა მკითხველმა მიაწოდა.

 

 

ჩემი ერთი მეზობლის ამბავი მინდა გიამბოთ. მაგარი უცნაური ქალია და მთელი უბანი მაგისი უცნაურობით ერთობა.

 

მოკლედ, ამ ჩვენს მეზობელ რიტას ერთი უცნაური ჩვეულება აქვს - ვერაფრით ვერ იტანს ჩასაცმელს. მისი ნება რომ იყოს, სადმე ნუდისტურ პლაჟზე გაშლიდა კარავს და იქ იცხოვრებდა.

 

გარეთ რომ გამოდის, გულამოღებული ბლუზები, მინიქვედაბოლოები ან ისეთი გამჭვირვალე კაბები აცვია, ლანდი გადის და პრაქტიკულად, შიშველია.

 

ერთხელ ვიღაცისთვის უთქვამს, ბავშვობიდან ასე ვარ, ვერ ვიტან, რაღაც რომ მაცვია, ვიზღუდებიო. ზამთარი მისთვის ნამდვილი ტანჯვაა, აი ზაფხულში კი ფრთებს შლის, თანაც წარმოიდგინეთ, გარეთ რომ ასე დადის, შინ რას იზამს.

 

ქმარ-შვილი ჰყავს. ქმარი ცოტა წაილენჩებს და მგონი დიდად არც აღელვებს, მის ცოლს აცვია თუ არ აცვია, ეჭვი მაქვს, ვერც ხედავს, ისეთი გაშტერებული თვალებით დადის. სადღაც მუშაობს გვიანობამდე და შინ ისეთი დაქანცული ბრუნდება, მეზობლებს ვერ გვცნობს.

 

ბიჭები უკვე წამოიზარდნენ და ახლა იმდენს ვერ ბედავს, მაგრამ მანამდე მარტო ტრუსებით დადიოდა. ალბათ ამიტომაცაა, ერთ-ერთი შვილი ცოტა გადახრილი ჰყავს და მეზობლები ამბობენ, დედამისმა გადარია უბედური, ბავშვობიდან მიეჩვია შიშველი ქალის ყურებას და რეაქცია აღარ აქვს ქალზეო.

 

როცა შინ მარტოა, თურმე მთლიანად შიშველია. კარს კეტავს და ''გრიალს'' იწყებს. რამდენჯერმე ფარდები გადაწეული ''დარჩა'' და მეზობლის კაცებმა კარგად იხეირეს მის ფანჯრებში ყურებით.

 

ლამაზი მაინც იყოს! ჩვეულებრივი ქალია, საშუალო სიმაღლის, საშუალო სისქის, საშუალო გარეგნობის, მოკლედ, ყველაფერი საშუალო აქვს, ამ უცნაური გატაცების გარდა. ჰოდა, ახლა გავიგეთ, რომ ერთ-ერთ ბიჭს ცოლი მოჰყავს.

 

მთელი სამეზობლო იმ საკითხით არის შეპყრობილი, რა შეიცვლება - დედამთილს მოერიდება მისი და თვითონ ჩაიცვამს თუ პირიქით, დედამთილის სასიკეთოდ დამთავრდება ყველაფერი და რძალიც გახდილი ივლის? აი, მაშინ ნახეთ ჩვენი მეზობლის კაცების გადარევა.

 

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !