
თქვენ არცხვენთ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენთ სქართველოში, - უთხრა დავით ნარნმანიამ კომპანია "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერ ბენი ლაჰავს მერიაში შეხვედრისას.
ნარმანიამ "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერს წლიურ ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა სთხოვა, რაზეც ლაჰავიმ აღნიშნა, რომ კომპანია მერიას შემოსავლების შესახებ ყოველ 6 თვეში აწვდის ინფორმაციას. "მე მივწერ თქვენს ხელმძღვანელს თქვენს ქვეყანაში და ავუხსნი, როგორი უნდა იყოს ასეთი კომპანიისხელმძღვანელი, რომ მას უნდა ესმოდეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. სამწუხაროა, თუთქვენ არ გესმით სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. თქვენ არცხვენთ იმ კომპანიას, რომელსაცჩვენს ქვეყანაში წარმოადგენთ", - მიმართა ნარმანიამ "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერს.
„სითი-პარკის“გენერალური მენეჯერი კი აცხადებს, რომ კომპანია თბილისიდან წასვლას არ აპირებს. ლაჰავიმ ამით ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა, რომ მან თავად თქვას უარი კონტრაქტის გაფორმებაზე. “მადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას”, – განაცხადა “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა.
მისივე განცხადებით, კომპანია ყველა დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს და პრეტენზიებს ვერ მიიღებს.