
ანაკლიის „კაზანტიპზე“ ახალგაზრდა წყვილი, ლენა და კირილი სამარიდან ჩამოვიდნენ.
როგორც კირილი ამბობს, მათ რეისს ფრენა დაუგვიანდა და 12 საათი გაატარეს ჰაერში. მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას ანაკლიაში თავს გადახდა - მისმა მეგობარმა ლენამ უღალატა.
კირილის მწუხარება ლენას აინუნშიც არ ჩაუგდია, რადგან ისე იყო გარემოებით და მუსიკით მოხიბლული, რომ კირილის წუხილს კი არა, რომის პაპის ქადაგებას ყურად არ იღებდა.