
დარიალის ხეობაში ისევ მეწყერი ჩამოწვა. წინასწარი ინფორმაციით, დამეწყრილ ზონაში მოჰყვა ორი ადამიანი, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ - ინფორმაციას პორტალი "კვირა" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატზე მირიან წიკლაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ამ დრომდე უცნობია მეწყრის მასშტაბი და დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ. ადგილზე გამოცხადებულია ევაკუაცია. სტიქიური უბედურების ზონაში უკვე გაემგზავრნენ მაშველები და საქართველოს მთავრობის წევრები.