-
2014-08-19 12:12
ახალგაზრდა მამაკცმა მომაკვდავი დედა, რომელსაც ფილტვის კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს, გადაარჩინა.
ქალბატონი 6 წელია თავს შესანიშნავად გრძნობს, მეტასტაზები კი დაკონსერვებულია.
გია ბურჯანაძის თქმით, დედამისს კიბო შვილის გარდაცვალების შემდეგ, სტრესის შედეგად დაეწყო.
„2008 წელს ოპერაცია გვირჩიეს, მაგრამ გაირკვა, რომ ფილტვში უზარმაზარი კერა აღმოჩნდა. მდგომარეობა დღითი-დღე რთულდებოდა. გვითხრეს ქიმიოთერაპიის ჩატარებასაც კი არა აქვს აზრი, ორი თვის სიცოცხლე დარჩა, აღარაფერი ეშველებაო“, - აღნიშნა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრის დროს გია ბურჯანაძემ
გია ბურჯანაძის თქმით, მან სიმსივნის შესახებ უამრავი ლიტერატურა წაიკითხა და ამერიკელი დევიდ ჰადსონის აღმოჩენებს წააწყდა.
„საუბარია მონოატომურ, ანუ ატომებად დაშლილ ოქროზე და კიდევ 11 ელემენტზე, რომლებიც სათანადო დამუშავებისას თეთრი ფხვნილის სახეს იღებენ. სწორედ ეს ფხვნილია უებარი სამკურნალო საშუალება. მას ორნუსი უწოდეს".
გია ბურჯანაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების გარდა, ორნუსი C ჰეპატიტს, ტუბერკულოზს, შიდსს, დიაბეტს, კანისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს, ფსიქიკურ აშლილობას შველის. ასევე გამოიყენება ინფექციების წინააღმდეგ.
ნარკომანებს უხსნის „ლომკას“, ეფექტურია ყველა იმ დაავადების სამკურნალოდ, რომლებიც ნევროგენური ფაქტორის, სტრესების შედეგად წარმოიშვა.
„ორმუსი ზემოქმედებს ზურგის ტვინის გირჩისებრ ჯირკვალზე, ეპიფიზზე, მელტონინის ჭარბ გამოყოფას იწვევს, რაც ნერვულ სტრესს ხსნის და შედეგად ორგანოში პათოლოგიის კერა კონსერვდება. მექანიზმი სწორედ ამაზეა გათვლილი“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ამ მეთოდით 3 გრამი ოქროს დამუშავებისგან, გრამნახევარი ფხვნილი მიიღება, რაც 1 ლიტრ წყალში იხსნება. ხსნარი პაციენტმა სუფრის კოვზით დილა-საღამოს უნდა მიიღოს.
გია ბურჯანაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი სახის კომბინაცია: 15% ოქრო, 15% ირიდიუმი, 70% როდიუმი.