-
2014-08-17 15:42
აღნიშნულის თაობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ წირვას ქართული საჯარისო ნაწილიც ესწრებოდა.
„მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს იყოს გამოყენებული.
უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქი ქადაგებისას მსოფლიოში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა და გამოთქვა იმწდი, რომ მშვიდობა დაისადგურებს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.