
საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს.
მისი თქმით, მოსახლეობამ დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოს და მზეზე სიარულს მოერიდოს.
„მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა,
რომ მოსახლეობამ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. წყლის მინიმალური რაოდენობა მოზრდილთათვის უნდა იყოს 2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება, ეს რაოდენობა 3 ლიტრამდეც გაიზარდოს.
უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზის ქვეშ სიარულს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს", - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის: საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ უახლოეს დღეებში შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს.