რამდენიმე დღის წინ ოქროყანაში უბედური შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა, დიტო ყიფიანი გარდაიცვალა.
ახლობელთა მონათხრობით დიტო ყიფიანი მეგობრებთან ერთად აივანზე ქეიფობდა, როდესაც უეცრად წამოხტა და მეხუთე სართულიდან გადახტა.
ახალგაზდა ადგილზე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, არარერთი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო, სხვების თქმით, ალკოჰოლის...
გავრცელებულ ვერსიებს კატეგორიულად უარყოფს დიტოს ბავშვობის მეგობარი.
„ზუსტად ვიცი, რომ არავითარი მედიკამენტები არ მიუღია დიტოს და ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი არ დაულევია. არ ვიცი, როგორ შეუძლია ამ ხალხს ასე ხელაღებით გაავრცელოს ასეთი ტყუილები...
სექტემბერში სასწავლებლად მიდიოდა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში. თვითმფრინავის ბილეთიც კი დაჯავშნული და პირველი კურსის სწავლის საფასურიც გადახდილი ჰქონდა...
ამბობდნენ, ძალიან განიცდის, ამდენი ხნით რომ მიდის, ამიტომაც ძალიან ცუდ განწყობაზეაო. თუმცა, არ ვიცი, ამის გამო გააკეთა თუ არა ის, რაც გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ ბოლო დროს არც კი სვამდა.
სიტყვაძვირი იყო, მაგრამ დეპრესიული ნამდვილად არ ყოფილა...
არც მშობლებთან ჰქონია რაიმე პრობლემა, საოცრად კარგი დედ-მამა ჰყავს. არც ისეთი ტიპი იყო, ვინმესი შეშინებოდა, გაოგნებულები ვართ.
არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო და რატომ გააკეთა... მეგობრებიდან ყველამ იცის, რომ დიტოს არასდროს უთამაშნია და არც არანაირი ვალი არ დაუტოვებია. ესეც გამორიცხულია.
დიტოს ყველაფერი გამოსდიოდა ცხოვრებაში, ცოტას ხუმრობდა, მაგრამ მისი იუმორი დასამახსოვრებელი იყო.
ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ საინტერესოდ. ყოველთვის კარგად სწავლობდა. 51- სკოლა დავამთავრეთ და ყველამ იცის, როგორ ნიჭიერი და განსხვავევებული იყო დიტო.
ბოლოს ტელეფონით ვისაუბრეთ, ნიცაში ჩავაბარე უნივერსიტეტშიო და წასვლაზე მელაპარაკა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაკეთებინა ეს,“ - აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დიტო გელოვანის მეგობარი.