-
2014-08-16 13:07
სინოპტიკოსების ცნობით, შემდეგი 10 დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდები იქნება.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი აქვს სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთის მიმართულებებიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხელ და უნალექო ამინდს განაპირობებს.
უახლოესი 10 დღის განმავლობაში არსებული სინოპტიკური სიტუაცია შენარჩუნდება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, დაცხება.
ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს. ეს უკვე დაფიქსირდა ზუგდიდში, ზესტაფონსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
სანაპირო ზოლში ზღვის გავლენის გამო ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26