24 წლის იაპონელი საქართველოში 11 ბავშვის გაჩენას ითხოვდა

Image

იაპონელ მიტსოუ კი შიგეტაზე უკვე ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ინტერპოლი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც საეჭვო სიგნალი საქართველოდან შევიდა.

 

 

24 წლის ახალგაზრდა სუროგაციის გზით 11 ბავშვის გაჩენას ითხოვდა. როგორც გაირკვა, 9 ბავშვზე სუროგაციული პროცედურები უკვე დასრულებული იყო ტაილანდის ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო თავად შიგეტას ამ გზით გაჩენილი 15 ბავშვი საკუთარ სახლში ჰყავდა.

 

სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა საერთაშორისო განგაში მას შემდეგ ატეხა, რაც იაპონელისგან გაიგო, რომ ყოველწლიურად 15 ბავშვი მხოლოდ ამ ცენტრიდან დასჭირდებოდა.

 

“პირველ რიგში, ეჭვი მისი ასაკის გამო გამიჩნდა და იმის გამოც, რომ მან მოითხოვა წელიწადში 10 – 15 ბავშვი და ამას ითხოვდა მანამ, სანამ მოკვდებოდა”,- განაცხადა კუკუნაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

საქმე, რომელზეც სუროგაციის ცეტრის დამფუძნებელი საუბრობს, ახალი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა. იაპონელი მიტსოუ კი შიგეტა, რომელმაც ტაილანდში ცენტრის მომსახურებით ორჯერ ისარგებლა, შესაძლოა ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით გაასამართლონ. შიგეტა ამ დროისთვის ძებნილია. მან ტაილანდის დედაქალაქი ბანკოკი მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილობრივმა პოლიციამ იაპონელის სახლში

 

ჩხრეკა ჩაატარა და სუროგატი დედების მიერ გაჩენილი 15 ბავშვი აღმოაჩინა. ჩხრეკა იაპონელის სახლში მეზობლების მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა პოლიციისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილია.

 

თავად კუკუნაშვილმა პოლიციასთან დაკავშირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შიგეტამ 2 მომსახურების შემდეგ სუროგაციის გზით ბავშვების გაჩენა კიდევ არაერთხელ მოითხოვა.

 

“გარდაცვალებამდე ყოველ წელიწადს უნდოდა ბავშვები ეკეთებინა. ჩვენ უარი ვუთხარით მომსახურებაზე და შარშან, აპრილში შევატყობინეთ როგორც ინტერპოლის სათაო ოფისს საფრანგეთში, ასევე იაპონიის საელჩოს

 

საქართველოში. თქვა, რომ იმაზე კარგს ცხოვრებაში რას გააკეთებდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ასობით ბავშვი დაეტოვებინა დედამიწაზე”,- განაცხადა კუკუნაშვილმა.

  

ამ დროისთვის ტაილანდის პოლიცია რამდნეიმე ვერსიაზე მუშაობს. უცხოური პრესის ინფორმაციით, 24 წლის იაპონელი, რომელმაც საკუთარი გენეტიკური მასალით უკვე 21-მდე ბავშვის გაჩენა შეუკვეთა, “ფორბსის” სიაში მოხვედრილი იაპონელი მილიარდერის იასიმი ცუ შიგეტას შვილია, რის გამოც სამართალდამცველები შიგეტას ფინანსურ დაინტერესებას ეჭვის თვალით უყურებენ.

 

არ არის გამორიცხული, რომ პოლიცია მისი ფსიქიური მდგომარეობითაც დაინტერესდეს.

 

“მას არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ როგორც ჩემმა ტაილანდელმა თანამშრომელმა თქვა, სრულიად გაწონასწორებული და ცოტა თავისებურებებიანი იყო. თავისი ათი პასპორტიც უჩვენებია. უყიდია სახლი ტაილანდში და იქ ძიძებიც ჰყავდა აყვანილი”,- აღნიშნა მარიამ კუკუნაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.

 

შიგეტას შესახებ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიმწოდებლად მარიამ კუკუნაშვილს უცხოური მედიაც ასახელებს. “გარდიანის” ინფორმაციით, სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი შესაბამის ორგანოებთან დაკავშირებას რამდენიმე თვის წინ ცდილობდა. გამოძიება შიგეტას საქმიანობით მხოლოდ აგვისტოში დაინტერესდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი, 24 წლის იაპონელმა სხვადასხვა კომპანიებს თანხა კიდევ 6 ბავშვის გაჩენის მიზნით გადაუხადა.

 

“შიგეტას საქმიანობის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო სუროგაციის ერთ-ერთი ცენტრის დამფუძნებლისგან, რომელიც განაყოფიერების შესახებ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს. მარიამ კუკუნაშვილმა ტაილანდურ მედიას განუცხადა, რომ მისმა სააგენტომ ის უზრუნველყო ორი სუროგატი დედის მომსახურებით 2012 წელს, რომელთაგან ერთმა მას ტყუპები გაუჩინა. მოგვიანებით, მისი მოთხოვნები ცენტრისთვის საეჭვო გარემოებად შეფასდა”,- ნათქვამია ”გარდიანის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

შიგეტას სახლის ჩხრეკის შემდეგ ტაილანდელმა სამართალდამცველებმა იქ ნაპოვნი ბავშვები ძიძებთან ერთად ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უკვე დახურულია კლინიკა, სადაც 9 ბავშვის გაჩენის მიზნით სუროგაციული პროცედურები განახორციელეს. პოლიციის ინფორმაციით, კლინიკა, რომელიც 3 წლის წინ შეიქმნა, არალიცენზირებულია. დაკავებულია აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ექიმიც.

 

“ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. საქმე აღძრულია ერთ-ერთი ექიმის წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, კლინიკის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. უახლოეს დღეებში საქმეს სამედიცინო საბჭო განიხილავს და მკაცრ სანქციებს დაადგენს“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცერმა ბურან ტრინგორავატიმ.

 

ტაილანდელი პოლიციელები უკვე ეძებენ იაპონელ მიტსოუ კი შიგეტას, რომლის საქმითაც უცხოელი სამართალდამცველები მარიამ კუკუნაშვილის დახმარებით დაინტერესდნენ.

 

ტრეფიკინფგის ბრალის გაუქმების შემთხვევაში იაპონელი მილიარდერის შვილს არალეგალური სუროგაციული მომსახურების მიღებისთვის 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

რა ელის სუროგაციის გზით გაჩენილ 15 ბავშვს, რომელთა ბიოლოგიური მამაც შიგეტაა, ამ დროისთვის უცნობია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !