-
2014-08-15 10:23
აღნიშნული მილოცვა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩემს ძმას, გიგი უგულავას ვულოცავ დაბადების დღეს! გიგი ძალიან მაგარია, გიგი ნამდვილი მებრძოლია, გიგი შემქმნელია და მომავალში კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.
როგორც რიგითი თბილისელი მადლობას ვუხდი ჩემი ქალაქის ფეხზე დაყენებისა და გალამაზებისთვის.
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მასთან ერთად გამარჯვებამდე ბრძოლას ვაგრძელებ. როგორც მეგობარს, უკვე მაგრად მომენატრა! გილოცავ, მეგობარო!", - წერს თარგამაძე.