-
2014-08-14 09:54
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ურეცეპტოდ 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გაიყიდება, მათ შორისაა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული პრეპარატები და სხვა.
„არ არსებობს არანაირი ტრაგედია. ტრაგედია არის ის, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ დაკარგა ექიმის ნდობა და თვლის, რომ თავად შეუძლია მოუაროს საკუთარ თავს და ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის, რომელიც უნდა გადაიჭრას.
რაც შეეხება „შავი ბაზრის“ სტიმულირებას, ამით ეს რისკები არ იქმნება. ექიმის დანიშნულების გარეშე, პრეპარატების დამოუკიდებლად მირება ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ექიმთან მისვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ყველა მოქალაქეს უფინანსდება და ამ კუთხით არანაირი დისკომფორტი არ იქმნება.
დავით სერგეენკოს განცხადებით, წამლის რეცეპტით გაყიდვა, არც ფასების მომატებას არ გამოიწვევს.
„რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების შესაძლო გაზრდას, ამ კუთხით, მოსახლეობაში გაძლიერებული მღელვარება იმ სმს-ებმა გამოიწვია, რომელიც აფთიაქებმა დააგზავნეს. გარწმუნებთ, ამ კუთხითაც, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა სერგეენკომ.