ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსული ესტრადის სამ მომღერალს: ოლეგ გაზმანოვს, იოსებ კობზონსა და ვალერიას ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ, იოსებ კობზონი ეხმაურება.
"სერგეი ლავროვი ახლა ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ვცდილობ მის უფროს მდივანს დავურეკო. მინდა გავარკვიო, რა უნდა ვქნა. ეს ჭკუასუსტი საგარეო საქმეთა მინისტრი არჩევნების წინ პიარს იკეთებს",- განაცხადა კობზონმა.