
„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლის თანაშემწე თიკო ბეჟაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„ოჯახი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება თვითმკვლელობას. დარწმუნებულები ვართ, რომ არავინ ეთანხმება ამ აზრს.
ახლა მივდივარ მერიაში, უნდა გავარკვიო, რამდენად შესაძლებელია, გავაკეთოთ წერილი საბურთალოს პანთეონში ეროსი კიწმარიშვილის, როგორც საზოგადო მოღვაწის, დაკრძალვაზე.
მგონი, მეთანხმებით იმაში, რომ ეროსი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და იყო საზოგადო მოღვაწე. ეს ოჯახის სურვილია“,- განაცხდა ბეჟაშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილს კვირას დაკრძალავენ.