
გავრცელებული ინფორმაციით, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბარში "Down Town" ანა ხაზარაძე დამტვრეული ავტომანქანის შესაკეთებელი ფულის შესაგროვებლად მუშაობდა.
„Down Town“-ის დირექტორი, ანა მაისაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.
„ანამ დაახლოებით თვენახევარი იმუშავა ჩვენთან მიმტანად. ერთ-ერთი საუკეთესო მიმტანი იყო ჩვენთვის. დილის 9 საათიდან ღამის ოთხ საათამდე მუშაობდა. ბოლო სტუმარი სწორედ ამ დროს მიდის ჩვენგან. ძალიან ბევრ მიმტანს აჯობა, შრომისმოყვარე გოგონაა,“ - აღნიშნა მან.
შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მან კარიერა ბიზნესში 23 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ ფულის შოვნას ნახატების გაყიდვით შეეცადა, მაგრამ არ გაუმართლა. შემდეგ იყო ლუდის ბიზნესი, ტელევიზიით მოისმინა, რომ თბილისში ამერიკული ლუდი ჩამოიტანეს, რომელსაც კონტეინერებიდან ვერ ცლიდნენ, დაუკავშირდა მეგობრებს და ლუდი საქართველოდან პეტერბურგში გაიტანა. ამ საქმიდან მილიონი მანეთი იშოვა.
90-იან წლებში ბანკიდან სესხის სახით აიღო 2 მილიონი დოლარი, სანაცვლოდ კი მამის სახლი ჩადო გირაოში, ქართული კონიაკი ესტონეთში გაიტანა და კარაქში გადაცვალა. ამ ბიზნესმაც გაამართლა. ამის შემდეგ ჩამოაყალიბა "თი ბი სი" ბანკი, ამბობს, რომ თავდაპირველად მისი საწესდებო კაპიტალი 500 დოლარი იყო.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/106675-mamuka-khazaradzis-gogonam-manqana-daamtvria-da-barshi-mimtanoba-daitsyo-sad-emsakhureboda-khalkhs-milioneris-qalishvili.html