იდეალური დიეტა ზღვაზე წასვლის წინ

Image

წონის პრობლემა ბევრს აწუხებს. განცდები განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდებათ, როცა ზაფხული ახლოვდება და შვებულების ზღვაზე გატარებაზე ოცნებობენ.

 

 

ამიტომ სასწრაფოდ მიმართავენ ''მომაკვდინებელ'' დიეტებს. რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დაცვის დროს, რომ შედეგიც დამაკმაყოფილებელი იყოს და ჯანმრთელობაც არ შეგვერყეს? წესები მარტივია:

 

1. მშიერ კუჭზე არასდროს დაიწყოთ საჭმლის მომზადება. შიმშილის შემოტევის დროს ეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, თუნდაც საღეჭი რეზინი ჩაიდეთ პირში. ასე, მართალია, ცრუ, მაგრამ დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და სასუსნავზე ხელი არ წაგცდებათ.

 

2. კერძი იოდიზებული მარილით შეაზავეთ, საქმე ისაა, რომ იოდი ორგანიზმში ცხიმების წვის კატალიზატორია.

 

3. დილით, უზმოზე, სირჩა ზეითუნის ზეთი დალიეთ - ნივთიერებათა ცვლას გაიუმჯობესებთ.

 

4. თუ ხორცეული გიყვართ, უმჯობესია, შემწვარი ან მოშუშული სოკოთი ჩაანაცვლოთ. სოკო ისეთივე ყუათიანია, როგორც ხორცი, მაგრამ გაცილებით ნაკლებკალორიული (100 გრ სოკო 25 კალორიას შეიცავს).

 

5. ეცადეთ, მეორე კერძი შედარებით ცხარე იყოს. ტკბილეულისადმი ლტოლვას ჩაახშობთ.

 

6. სადილის წინ ფინჯანი ბულიონი მიირთვით. ასე დანაყრების შეგრძნება დაგეუფლებათ და ძირითად კერძს გაცილებით ნაკლებს შეჭამთ.

 

7. ძირითადი კერძის მირთმევამდე ასევე სასურველია, ორი ნატეხი შაქარი შეჭამოთ, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე აიწევს და შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.

 

8. ეცადეთ, პურეულზე საერთოდ უარი თქვათ.

 

9. როგორც წესი, დასვენების დღეებში მადა ძლიერდება. ამიტომ უიკენდებზე ეცადეთ, საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთი ირბინოთ, რაც ტვინში სეროტონინის გამომუშავებას აძლიერებს. ეს ჰორმონი კმაყოფილების შეგრძნებას აჩენს და მადას თრგუნავს.

 

10. ტკბილეულის მოყვარულთათვის რეკომენდებულია, საყვარელი ნამცხვრები და შოკოლადი ტკბილი ხილითა და ხაჭოთი ჩაანაცვლონ.

 

11. საკვები ყოველ სამ საათში მცირე ულუფობით უნდა მიიღოთ. ამის წყალობით, ნივთიერებათა ცვლას საჭირო დონეზე შეინარჩუნებთ და ორგანიზმს კალორიების მომარაგება არ დასჭირდება.

 

12. მხოლოდ სალათებით ნუ შემოიფარგლებით. მათთან ერთად მიირთვით ცოტა მჭლე, მოხარშული ხორცი. ასე გაცილებით უკეთ დანაყრდებით.

 

13. ორგანიზმი B6 ვიტამინით რეგულარულად მოამარაგეთ, რაც ხელს უწყობს ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. ყველაზე დიდი რაოდენობით სეროტონინს ქამა სოკო და რძის პროდუქტები შეიცავს.

 

14. დაივიწყეთ, რომ თქვენს სახლში ლიფტი არსებობს. კიბეებზე ფეხით ადით. ასე 10 წუთის განმავლობაში 83 კალორიას დაწვავთ, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ველოსიპედით სიარულის დროს იხარჯება 5 წუთის განმავლობაში 75 კალორია).

 

15. გამოიყენეთ ნაკლებკალორიული პროდუქტები, მაგრამ ისეთები, რომლებიც ანაყრებს. მაგალითად, ვაშლი, ყურძენი, მოხარშული კარტოფილი, მაკარონი.

 

 

 

http://www.etanews.ge/jansaghi-ckhovreba/5237-idealuri-dieta-zghvaze-tsasvlis-tsin.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !