რა დაავადებებს არჩენს რეგულარული სექსუალური ცხოვრება

Image

ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთმა ექიმმა  გაკვირვებული სახით თქვა, რომ აკეთებს აპკის აღდგენის ოპერაციას (ჰიმენოპლასტიკა) და როდესაც ამის შესახებ თავის უცხოელ კოლეგებს უყვება, მათ თურმე უკვირთ და გაოგნებული რჩებიან.

 

 

ცხადია, მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მსგავსი ოპერაცია მხოლოდ საქართველოში კეთდება და უცხოელ სპეციალისტებს წარმოდგენა არ აქვთ ამ საკითხზე.

 

პირველ რიგში ამ ოპერაციების სიმრავლით აზია-აფრიკის ქვეყნები გამოირჩევიან; ასეთი ქვეყნების სია მოიცავს ჩინეთს, იაპონიას, საფრანგეთს, აშშ-ს, ამ უკანასკნელში სპეციალური კლინიკებია, სადაც ჰიმენოპლასტიკა კეთდება.

 

პეკინის ერთ-ერთი ჰოსპიტალის გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი ჟუ აცხადებს, რომ მისი პაციენტები დაახლოებით 20 წლის ზემოთ გოგონები არიან, რომლებსაც სურთ ქალიშვილებად ჩაბარდნენ მომავალ მეუღლეს, რადგან ჩინელი მამაკაცები საკითხის მიმართ ჯერ კიდევ კონსერვატიული და შოვინისტური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. აღნიშნული პროცედურა 20-30 წუთი გრძელდება და მისი ღირებულება 737 დოლარს შეადგენს.

 

იაპონიამ გამოიგონა ხელოვნური აპკი, რომელსაც ჩაიდგამთ სექსუალურ აქტამდე 15-20 წუთით ადრე და აქტის დროს უშვებს სისხლის მსგავს სითხეს.  ეს ”მოწყობილობა” შეგიძლიათ საიტზე შეიძინოთ, ხოლო ჩინეთში უკვე სექს-შოპებშიც იყიდება, ცხადია ჩინური წარმოების.

იაპონურმა გამოგონებამ ფურორი მოახდინა არაბულ ქვეყნებში. ეგვიპტელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ხელოვნური აპკის აკრძალვის მოთხოვნით, რადგან აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური ცენტრი არაბულ ქვეყნებში ითავსებს ჰიმენოპლასტიკას ძალიან მაღალ ფასებში, შესაბამისად დაბალ ფასიანმა – 30 დოლარის ღირებულების ხელოვნურმა აპკმა, მათ ბიზნეს ზარალი მიაყენა და რაღა გასაკვირია, რომ აკრძალვა და რეალიზატორების სიკვდილით დასჯაც მოითხოვეს.

 

ამ ძებნა-ძებნაში, ჯადოსნური ტაბლეტებიც ვიპოვე სახელწოდებით ”კვლავ ქალიშვილი”, განმარტებაში წერია, რომ შეგიძლიათ გქონდეთ სექსი, როცა გნებავთ, ხოლო ტაბლეტების მიღების შემდეგ აპკი კვლავ აღდგება. (რას არ გამოიგონებენ ეს ოხრები).

სიმპტომები, რომლებიც გადაუდებელ სექსუალურ ჩარევას საჭიროებენ:

 

- ნევროზი

- აღელვება, მიგრენი (ძლიერი თავის ტკივილი)

- მუდმივი სტრესი

- მადის დაკარგვა (ან პირიქით)

- უძილობა (პირიქით შანსი არ არის)

- კონკრეტული ადამიანების მიმართ აგრესია/წინააღმდეგობა

- ხშირი სექსუალური ფანტაზიები, განსაკუთრებით ღამით (აბა გამოტყდით)

- მომატებული დაღლილობა

- პრემენსტრუალური სინდრომის გამწვავება

- აპათია

- თმის ცვენა (სტრესის და ნერვოზის შედეგად)

 

გარდა ფსიქიური მოვლენებისა, თავს იჩენს ისეთი ფიზიკური შედეგები, როგორიცაა საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოში სისხლდენა და სხვა მსგავსი დარღვევები. ამასთან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სექსისგან თავის შეკავება შეიძლება პირდაპირი მიზეზი არ იყოს ამ დაავადებებისა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ხელს უწყობს და აჩქარებს მათ განვითარებას.

 

გაითვალისწინეთ! – რაც უფრო მატულობს ასაკი, ზეაღნიშნული სიმპტომები უფრო მძაფრდება და სიტუაცია სავალალო ფაზაში გადადის.

 

 

„ჯერ საწოლში საცვლებით ვწვებოდი. წაწლობამ გამახდევინა, რადგან ხათუთა შიშველად წაწლობდა. მერმე ხათუთამ და ჯურხამ მასხარადაც ამიგდეს. მეც დავრწმუნდი, რომ ხევსურეთში სიტყვა „საცვალიც” არ სცოდნიათ.”

 

„რადგან ადამიანი „მავკალ”, ამიტომ ხევსურების თვალშიც მხოლოდ იმ დღეს გავხდი ადამიანი. ჯურხამ ნეკნები ჩაიზნიქა, იამზემ და მზექალამ ახალი რაინდი გადაჰკოცნეს, ხოლო ხათუთამ იმ ღამეს ისე იწაწლა, რომ მეორე დღეს ფეხები მედრიკებოდა.”

 

„ტანისამოსი თითქმის შემოვახიე და ხევსური ვენერა გავაშიშვლე. მაინც ვიადათე და იმ საამურ ჯოჯოხეთს დილამდე გავუძელი. რიჟრაჟზე კი….

 

რიჟრაჟზე ხათუთა ქალწულად წამოდგა. მაგრამ ძლივს წამოდგა. ორივემ ერთმანერთი დავთენთეთ, მხოლოდ გზის სათავე განვვლეთ და უსრული სიტკბოების ჯვარზე ავწიეთ.” – „თეთრი საყელო” – მ. ჯავახიშვილი (1925წ).

 

ესეც ტრადიციაა . . . ვასწავლით სხვებსაც , ევროპაში, ამერიკაში ხევსურეთი, რომ შევიდეს არ უნდათ?

 

ან ის ყივჩაღები, მარტვილში და ზუგდიდში, რომ გადაანაწილეს, გაეშვათ მთაში, ხომ აღარ იბლუყუნებდნენ გენდერული ბალანსის დარღვევაზე და ”პატრონი” სისტემაზე . . .

 

ხალხი ფეხს კარგავს, ხელს, შვილს, ქმარს, რას ჩამოეკიდეთ ამ აპკს . . .

 

 

 http://itv.ge/?m=16&CID=32855

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !