
ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. "სამეფო" თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება.
ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
პირველ ივლისს დაბადებული ადამიანები, ინტუიციურები და წინდახედულები არიან. ისინი განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ ნებისმიერი სახის უხეშობას ან უსამართლობას, შესაბამისად, ხშირად უწევთ ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით.
თუმცა მათ მოეთხოვებათ გულდასმით შეისწავლონ სიტუაცია, რათა იმ ადამიანებს არ ატკინონ გაუცნობიერებლად გული, ვინც მათ მხარესაა და თანაუგრძნობს.
http://www.astrologi.ge/dghis-horoskopi/dghis-iubilarebi/1424-dabadebuli-pirvel-ivliss.html