
ტექნიკური შენიშვნების შემდეგ, მთავრობამ პრემიების გაცემის წესი დაამტკიცა, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
რაც შეეხება, სახელფასო დანამატებსა და საჯარო დაწესებულებებში მიღება-დაწინაურების წესებს, ამის შესახებ, საზოგადოება, 1 ივლისს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე შეიტყობს.
ნინო კობახიძემ პრემიების გაცემის კრიტერიუმები განმარტა და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირზე ერთჯერადად გაცემული პრემია მის ხელფასზე მაღალი ვეღარ იქნება, ხელმძღვანელი პირი კი საკუთარ თავს პრემიას ვეღარ გამოუწერს.