რა დაპირისპირება მოხდა მწერალთა კავშირში გივი სიხარულიძესა და რევაზ მიშველაძეს შორის

Image

მწერალთა კავშირში მომხდარ შეხლა-შემოხლასა და  კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე „კვირის პალიტრასთან“ თავად დაპირისპირებული მხარეები საუბრობენ.

 

 

გივი სიხარულიძის თქმით, მწერლებს მკვდრებად თვლიან, ამასხარავებენ და ამიტომაც ჩაატარეს ძველებური, კომუნისტური არჩევნები, რაც მან გააპროტესტა.

 

„მივმართე მწერლებს, ცხვრებად გვთვლიან და ვიდრე ასე ცხვრებად ვიქნებით, არაფერი არ შეიცვლება-მეთქი.... რეზო მიშველაძეს  ვუთხარი, შენ ნაძირალა ხარ-მეთქი... ეგ იყო და ეგ...  მთელ კომედიებს ეგ დგამს!...

 

რაღა დროს მწერალთა კავშირია?!  კავშირი კი არა, ეს არის რაღაც ჩახავსებული იდიოტიზმი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ზოგიერთი ძალიან კარგი და ღირსეული პიროვნებაა...“ - აცხადებს გივი სიხარულიძე.

 

ოპონენტის ბრალდებებს რეზო მიშველაძემ უპასუხა:

 

„გივი სიხარულიძე გახლავთ თვითმარქვია მწერალი. ლიტერატურასთან მას არავითარი საერთო არ აქვს. ორი წელი დამსდევდა, ჩემს ნოველებზე წინასიტყვაობა დამიწერეო. ძალიან სუსტი ნოველები იყო, იმიტომ რომ გივი სიხარულიძე არის განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფი კაცი, რომელსაც ხელი მოეცარა ცეკვაში, შემდეგ მსახიობობაში და შემდეგ დაიწყო მწერლობა...

 

მან თავის თავს დაარქვა „თბილისის კოლორიტი“. კოლორიტს იცით, როდის ეძახიან თავის თავს? - როცა ერთი სპეციალობაც არ გააჩნიათ, არც მწერლები არიან, არც კომპოზიტორები, არც მოცეკვავეები, არც მსახიობები და მერე თავის თავს კრებით სახელს –კოლორიტს უწოდებენ... ეს არის სრულიად შემთხვევითი კაცი...  საშინლად უზრდელი...

 

გამოვიდა მწერალთა კავშირში და თქვა, რეზო მიშველაძემ დაიმონა საქართველოს მწერალთა კავშირი, დააბეჩავა, ყველა მას ემორჩილება და მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად ნაძირალა არისო. მე მას გავუღიმე და ტაში დავუკარი, როცა ეკუთვნოდა, რომ იქვე ცხვირი ამომენაყა ამ მართლა ნაძირალასთვის...  მე დამევალა თავჯდომარეობა და ოთხ კაცს თავჯდომარის მოადგილეობა... ამან გააღიზიანა, გააბრაზა და გაამწარა გივი სიხარულიძე.

 

ახლა ის თავს მწერლად ვეღარ გამოაცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ უსინდისოდ ტრაბახობს, ჩემი წიგნები ფრანგულად და გერმანულად ითარგმნაო. არაფერიც არ თარგმნილა. თვითონ ჰყავს ვიღაც მეგობრები და ათარგმნინებს. ეს არის თვითმარქვია ლიტერატორი, ოფიციალურად გეუბნებით! მოცეკვავეები თვლიან, რომ სუსტი მოცეკვავე იყო და ამიტომ თავი დაანებებინეს, ასევე ყველა ხელოვნების სფეროში, სადაც კი ფეხი ჩადგა, ხელი მოეცარა...

 

ახლა დადის უსინდისოდ და იუბილეებს იწყობს. ერთადერთი სადაც გასავალი აქვს, არის შოუები. რაღაცას რომ მასხარაობენ, იქ ჩასვამენ ხოლმე შუაში და იძახიან აი, „თბილისის კოლორიტი“ გვეწვიაო. ეს მოაღებს პირს და –ჰა-ჰა-ჰა–ჰა -ს იძახის... მე თავსაც კი არ შევადრი, თავსაც კი არ გავუყადრებ ამ საქართველოს მნიშვნელობის ტაკიმასხარას,“ - აღნიშნა რევაზ მიშველაძემ.

 

 

 

 

http://www.kvirispalitra.ge/public/22100-qmivutrialdi-mishveladzes-da-vuthkhari-nadzirala-khar-methqiq--givi-vs-rezo-mishveladze-arena-mtseraltha-kavshiri.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !