
გვანცა ადამია საზოგადოებამ მის თავს დამტდარი საზარელი ტრაგედიით გაიცნო. გოგონა უიმედოდ შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, მესამე სართულის კიბიდან გადმოაგდო.
გვანცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. რამდენიმე ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს გადის, სწავლას აგრძელებს და მუშაობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
როგორც ირკვევა, გვანცას ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა - იგი შეყვარებულია და ვანო ღონღაძის აღარ ეშინია, რადგან გვერდით დამცველი ეგულება.
ეს ახალი ამბავი გვანცამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ფოტოებიც დადო. მისი რჩეული ნიკა ხვედელიძეა. წყვილს ფოტოები გადაღებული აქვთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც.
გვანცას დედამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, პირად საუბარში კი დაადასტურა, რომ გვანცას ცხოვრებაში სიახლეა და წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს. თავად გვანცა ამ თემაზე საუბარისგან თავს იკავებს.
http://www.reitingi.ge/top-news/2312-gogona-romelic-sazogadoebam-sazareli-tragediith-gaicno-gvanca-adamia-thkhovdeba.html?lang=ka-GE