-
2014-06-11 17:27
68 წლის, უკვე ყოფილ პედაგოგ მამაკაცს, 16 წლის გოგონასთან სასიყვარულო სახის მესიჯების გაგზავნაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მამაკაცი, ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა. სამსახური საკუთარი ნებით მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მესიჯების ადრესატმა გოგონას დედამ, სკოლის დირექტორს მიმართა და მომხდარის შესახებ უამბო.
ყოფილი პედაგოგი მომხდარს არ უარყობს.
„კი ბატონო გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან, დავტოვე ჩემი სურვილით, დიახ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით და არა გამიზნულად. გულწრფელად გეუბნებით, მაპატიეთ, მაგრამ ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში, ტელეფონის ნომერი ამერია, ვიღაც ქალი მირეკავდა და შემთხვევით ავკრიფე მაგ ბავშვის ნომერი.
მე ვგრძნობ ჩემს დანაშაულს, ვგრძნობ, რომ მორალურად არ ვიყავი მართალი, ამიტომ მოვითხოვე სამსახურიდან გათავისუფლება, ვინანიებ, ნამდვილად რომ ასე მომივიდა. ჩემი ქმედება არის არასწორი, არ აქვს მნიშვნელობა შემთხვევით მოხდა თუ არაგამიზნულად.
ჩვენი საუბრები გრძელდებოდა, მაგრამ მე არ ვახდენდი არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას", - ამბობს ის.